სიონის ტაძარი – ერთ–ერთი უძველესია საქართველოში, აგებულია მეხუთე–მეშვიდე საუკუნეებში და სახელი იერუსალიმის ცნობილი სიონის ტაძრის გამო ეწოდა. სიონის ტაძარი აგებიდანვე იქცა ქრისტიანობისა და ქართველობის სიმბოლოდ და ამბობენ, რომ სანამ დგას სიონი, იქნება თბილისიც.