აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი დასახლება და თითქმის მაშინვე იქცა თბილისელების თავშეყრის ადგილად. ცნობილ გოგირდის აბანოებს სტუმრობდნენ დიუმა და პუშკინიც. ქართველების ტოლერანტულ ბუნებას ეს უბანი კარგად გამოხატავს: ერთმანეთის გვერდით ქართული, სომხური, კათოლიკური ეკლესიები და ებრაელთა სინაგოგაა აგებული.
Make your reservation |