ქართული
მენიუ
ქართული
ქართული

სასტუმროს განლაგება თბილისში

ჩვენი სასტუმროდან  ფეხით 3–4 წუთში თქვენ უკვე მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ულამაზეს პარკებს აღმოაჩენთ, ეს კი რივერსაიდის მდებარეობის მთავარი ღირსებაა. ეკლესიები, ოპერისა და ბალეტის თეატრი, პარლამენტი, თავისუფლების მოედანი, მშრალი ხიდი, აბანოთუბანი, მეტეხი თუ ნარიყალა, ამ ყველაფრის დათვალიერება რივერსაიდის სტუმარს ერთ დღეშიც კი შეუძლია. თბილისის ძველი უბნების საერთო არქიტექტურულ ხაზს სასტუმროც იმეორებს, ეს ხუთსართულიანი შენობა, ფართო ქართული აივნებითა და ლამაზი დიზაინით მაშინვე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

გთავაზობთ თბილისის ღირსშესანიშნაობების ფართო ჩამონათვალს,
რომელიც რივერ საიდიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა:

ქაშუეთი
ქაშუეთი – დღევანდელი ტაძარი 1904–1010 წლებშია აგებული და მის ნიმუშად არქიტექტორმა სამთავისის ტაძარი გამოიყენა. 
დაწვრილებით
თბილისის ოპერა
ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წელს დაარსდა და მას შემდეგ გახდა თბილისის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა და კულტურული ცხოვრების განმსაზღვრელი ცენტრი. ...
დაწვრილებით
მშვიდობის ხიდი
საფეხმავლო ხიდი მტკვარზე განახლებული თბილსის ერთ–ერთი სიმბოლოა.
დაწვრილებით
ეროვნული მუზეუმი
რეკონსტრუქციისა და განახლების შემდეგ 2011 წელს გაიხსნა. აქ დაცულია უძველესი არქეოლოგიური საგანძური, მათ შორის კოლხეთის ოქრო...
დაწვრილებით
მეტეხის ეკლესია
მეტეხის ტაძრის ისტორია მე–5 საუკუნიდან იწყება, მაგრამ ის თითქმის დღევანდელი სახით მე–13 საუკუნეში დემეტრე თავდადებულის მიერ აიგო
დაწვრილებით
სიონის ტაძარი
ერთ–ერთი უძველესია საქართველოში, აგებულია მეხუთე–მეშვიდე საუკუნეებში და სახელი იერუსალიმის ცნობილი სიონის ტაძრის გამო ეწოდა.
დაწვრილებით
მშრალი ხიდი
რუსთაველის ქუჩიდან რამდენიმე მეტრში მშრალი ხიდია, თავისი ცნობილი ძველმანების ბაზრობით, რომელსაც მოგონებების ბაზრობაც კი შეიძლება ეწოდოს.
დაწვრილებით
ბარათაშვილის ქუჩა
ძველი და ახალი თბილისის არქიტექტურის კომბინაცია. აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი ნამდვილად იწვევს ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას.
დაწვრილებით
პარლამენტის შენობა
ამ ადგილს უკავშირდება საქართველოში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი.
დაწვრილებით
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანმა თავისი არსებობის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე უამრავი სახელი შეიცვალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველად გავხდით დამოუკიდებლები რო...
დაწვრილებით
აბანოების უბანი
თბილისის უძველესი ნაწილი. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი დასახლება და თითქმის მაშინვე იქცა თბილისელების თავშეყრის ადგილად. 
დაწვრილებით
შერდენის ქუჩა
საფეხმავლო პატარა ქუჩა თბილისის უძველეს უბანში ყოველთვის იყო კულტურული ცხოვრების კერა.
დაწვრილებით

Make your reservation